![უკრაინის პოლიცია: ხარკოვის ოლქში კიდევ ერთი საწამებელი შენობა ვიპოვეთ [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/166408-ru.png)
უკრაინის პოლიცია: ხარკოვის ოლქში კიდევ ერთი საწამებელი შენობა ვიპოვეთ [ვიდეო]
05/10/2022 10:41:01 ევროპა
ხარკოვის ოლქის პოლიცია იტყობინება, რომ იზიუმის რაიონის სოფელ პესკი-რადკოვსკის დეოკუპაციის შემდეგ იპოვეს შენობა, სადაც რუსი სამხედროები აწამებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეებსა და უკრაინელ სამხედროებს.
ხარკოვის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსის სერგეი ბოლვინოვის თქმით, საწამებელი სარდაფის თაობაზე პოლიციას ადგილობრივმა აცნობა:
„ამჟამად პოლიციამ დანამდვილებით იცის მიწაში ცოცხლად დამარხვა/ამოთხრით წამების და გაზის ნიღბის გამოყენების შესახებ. ასევე იპოვნია ფასოსის იმიტატორი, ყუთი კბილის პროთეზებით, მავთულებით და ფურცელი აქ მყოფი ერთ-ერთი მამაკაცის დაკითხვის შესახებ“.
მისი თქმით, პოლიციამ იცის იმ სამხედროების გვარები, რომლებსაც რუსი სამხედროები დასცინოდნენ.
„გამომძიებლები და პროკურორები მუშაობენ ამ საწამებელ შენობაში მომხდარი ყველა ფაქტის დასადგენად. სამართალი იპოვის ყველა დამნაშავეს“, - დასძინა მან.
სექტემბერში წამოწყებული კონტრშეტევის შემდეგ უკრაინელებმა ხარკოვის რეგიონი თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს. რუსული ძალების უკან დახევის შემდეგ, აღმოაჩინეს მასობრივი საფლავები. ამჟამად ტარდება ექსპერტიზები, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ცხედრების უმეტესობას წამების კვალი აღენიშნება.