Accentnews.ge
„თიბისი“ ბიზნესებს გაციფრულებისთვის სპეციალურ საშეღავათო პირობებს სთავაზობს

„თიბისი“ ბიზნესებს გაციფრულებისთვის სპეციალურ საშეღავათო პირობებს სთავაზობს

05/10/2022 10:50:26 ეკონომიკა, რეკლამა

ბიზნესებს, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის ონლაინ/ციფრულ სივრცეში გადატანა სურთ, თიბისი და მისი პარტნიორები სთავაზობენ, მინიმალური დანახარჯებით შექმნან საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზია, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „გააციფრულე ბიზნესი“ თიბისის პროგრამაა, რომლებიც ბიზსესებისთვის ონლაინ ტრანსფორმაციის გასამარტივებლად შეიქმნა და მის ფარგლებში კვების ობიექტები, რესტორნები და სასტუმროები შეძლებენ:

  • 3 თვე, მომსახურების საკომიმისიოს გარეშე ისარგებლონ B2C, KOVZY ან EHotelspace პლატფორმით, რომლის საშუალებითაც მარტივად შექმნიან ვებევგვერდს მათი ბიზნესისისთვის.
  • თიბისის ონლაინ გადახდის სისტემის TBC ელკომერციის ვებგვერდზე ინტეგრაციას და 3 თვის მანძილზე, ყოველთვიური საკომისიოს გარეშე გამოყენებას.
  • 30% ფასდაკლებით პროდუქციის/სივრცის დასურათებას, ფოტოსტუდია მაგმას მიერ
  • სპეციალური ტარიფით სარგებლობას Elvis-ის და Onway-ს მიტანის სერვისზე

„მსგავსი ინიციატივა თიბისიმ განახორციელა 2020-2021 წლებშიც, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საშეღავათო პირობებით გაციფრულდა 200-ზე მეტი ბიზნესი.

პროგრამა „გააციფრულე ბიზნესი“ ძალაშია 2022 წლის ბოლომდე და მასში მონაწილეობისთვის აუცილებელია ბიზნესი თიბისი ბანკში იყოს რეგისტრირებული. პროგრამის დეტალების გასაცნობად და განაცხადის ფორმის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S