Accentnews.ge
უკრაინას სამხრეთიდან 5 ოქტომბრის ღამეს 12–მა დრონმა შეუტია – იგნატი

უკრაინას სამხრეთიდან 5 ოქტომბრის ღამეს 12–მა დრონმა შეუტია – იგნატი

05/10/2022 11:31:41 ევროპა

5 ოქტომბრის ღამეს უკრაინას სამხრეთიდან 12 დრონით დაესხნენ თავს,– განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა.

მისი თქმით, 12–იდან ექვსი ჩამოაგდეს: სამი საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და სამიც საჰაერო ძალებმა.

მან ხაზი გაუსვა ასეთი საფრთხის სერიოზულობას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არის გარკვეული დარტყმები ბელაია ცერკოვში... ეს არის საფრთხე, ამიტომ, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ნებისმიერ ძალას და საშუალებას ჩვენი მოქალაქეების და თავდაცვის ძალების დასაცავად“, - დასძინა მან.

სპიკერის თქმით, რუსეთს შეეძლო ირანიდან ასობით Shahed-136–ის დრონის მიღება და შესაძლოა, მიწოდების სხდვა მარშრუტებიც „დაალაგა“.

დღეს დილით კიევის ოლქის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა ბელაია ცერკოვას კამიკაძე–დრონებით ექვსი დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა და ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

28 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს „სამხრეთის“ სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია 30-ზე მეტი დრონის შესახებ, რომლებიც რუსული ჯარების მიერ სამხრეთ უკრაინაში იყო გაშვებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში მიაჩნიათ, რომ რუსული არმია სულ უფრო ხშირად იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის წინააღმდეგ ომში, რადგან ზოგავს მაღალი სიზუსტის რაკეტებს და ასევე იმიტომ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები უფრო მოსახერხებელია დარტყმის განსახორციელებლად.

Shahed-136 ირანის მიერ წარმოებული კამიკაძე–დრონია. მისი ფრენის დიაპაზონი 2000 კმ-ია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S