Accentnews.ge
„ნაციონალური მოძრაობიდან" მარტვილის საკრებულოს წევრი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობიდან" მარტვილის საკრებულოს წევრი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

05/10/2022 13:37:02 სამართალი

პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ გოროზია ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა 46 წლის ზაალ გოროზია მარტვილში დღეს დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით პარტიის წარმომადგენლებს ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S