Accentnews.ge
ამერიკელი ექსპერტი – სააკაშვილზე: "ყველა კვლევა აჩვენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში, არ უნდა ჰქონდეს"

ამერიკელი ექსპერტი – სააკაშვილზე: "ყველა კვლევა აჩვენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში, არ უნდა ჰქონდეს"

05/10/2022 15:45:02 პოლიტიკა, სამართალი

"ყველა კვლევა აჩვენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში არ უნდა ჰქონდეს", - ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა შაჰინ ლახანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, კვლევების შესახებ ინფორმაცია და ის, თუ რომელ ლაბორატორიაში ჩატარდა კვლევა, არის კონფიდენციალური.

„ჩატარებულია მთელი რიგი კვლევები. დაწყებული ხერხემლის კვლევიდან დამთავრებული ტვინის ფუნქციური გამოკვლევით და ასევე სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური კვლევები. ყველა ეს კვლევა აჩენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა შაჰინ ლახანმა.

რაც შეეხება ამერიკელ ექსპერტ ჯეიმს კობის, მისი თქმით, მას პაციენტის მონახულების საშუალება ამ დრომდე არ მიეცა.

„მე ჩამოვედი შაბათს, მოლოდინით, რომ პაციენტს შევხვდებოდი, მე არ მომეცა საშუალება დღევანდლამდე, რომ პაციენტი შევისწავლო. შეუძლებელია გამოვიტანო კონკრეტული დასკვნები და ვთქვა, რა ჭირს პრეზიდენტს, სანამ მე არ ვნახავ მას პირადად. ჩემი პაციენტი მე არ მინახავს. ვარ მოქმედი ექიმი, ასობით ოპერაცია ჩამიტარებია, ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია. იმედია ხვალ დილას მივიღებ თანხმობას“, - განაცხადა ჯეიმს კობიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S