Accentnews.ge
2449 ტანკი, 1424 საარტილერიო სისტემა, 1047 დრონი: უკრაინის სარდლობა რუსეთის დანაკარგების შესახებ

2449 ტანკი, 1424 საარტილერიო სისტემა, 1047 დრონი: უკრაინის სარდლობა რუსეთის დანაკარგების შესახებ

06/10/2022 09:46:30 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 330 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან ყველაზე მეტი კრამატორსკის, ავდეევკას და კრივოროჟის მიმართულებით, –იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 4 ოქტომბერს.

ჯამში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა დაკარგეს დაახლოებით 61 300 ჯარისკაცი – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა:

  • ტანკი – 2449 (+14 ბოლო 24 სათში),
  • ჯავშანტექნიკა – 5064 (+26),
  • საარტილერიო სისტემა – 1424 (+10),
  • მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 344 (+3),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 177,
  • საბრძოლო თვითმფრინავი – 266,
  • ვერტმფრენი – 232,
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1047 (+15),
  • გემი/ნავი –15,
  • სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3854 (+13),
  • სპეცტექნიკა –134 (+2),
  • ფრთოსანი რაკეტა – 246.

21 სექტემბერს, ექვს თვეში პირველად, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგების შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ უკრაინის ომში 5937 რუსი სამხედრო დაიღუპა.

21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ თებერვლის ბოლოდან უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს 5937 რუსი სამხედრო დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S