
რუსეთმა უკრაინაში იმაზე მეტი იარაღი დატოვა, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებმა გადასცეს კიევს - WSJ
06/10/2022 10:05:38 ევროპა
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში იმაზე მეტი იარაღი დატოვა, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებმა გადასცეს კიევს. ამის შესახებ The Wall Street Journal ანალიტიკოსებდა და სამხედრო მაღაჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
პროექტმა „ორუხმა“ ღია მონაცემებით გამოთვალა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხელთ იგდეს 460 რუსული ტანკი, 92 თვითმავალი ჰაუბიცა, 448 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 195 ჯავშანტექნიკა და 44 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მოკავშირეებმა მიაწოდეს უკრაინას. ყურადღება იმ გარემოებაზე მახვილდება, რომ ეს ინფორმაცია შეგროვდა ღია წყაროებიდან, შესაბამისად, აღჭურვილობის რეალური რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტიც იყოს.
„იმდენი ძღვენი ტიტული გვაქვს, არც კი ვიცით, რა ვუყოთ. დავიწყეთ როგორც ქვეითმა ბატალიონმა და მექანიზებულ ბატალიონად ვხდებით“, - ამბობს „კარპატსკაია სეჩის“ ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილე რუსლან ანდრეიკო.
ამავდროულად, დასავლური იარაღი უფრო მოწინავე და ზუსტია, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბრძოლის შემდეგ დატოვებული. „მათ შორის, რაც უკრაინელებმა იგდეს ხელ, არის თანამედროვე აღჭურვილობის ერთობლიობა, რომელიც შეიძლება, საკმაოდ ეფექტურად იქნას გამოყენებული და არის ისიც, რისი ადგილიც მუზეუმშია“, - თქვა ანალიტიკოსმა იაკუბ იანოვსკიმ.
ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში, საიდანაც უკრაინის კონტრშეტევის შედეგად რუსმა სამხედროებმა უკან დაიხიეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს უფრო თანამედროვე რუსული აღჭურვილობის მოპოვება: იუწყებიან, რომ კიევს ახლა აქვს რუსული T-90 ტანკები და BTR-82 მანქანები.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთმაც წაართვა უკრაინელებს იარაღის ნაწილი. ეს ძირითადად ომის პირველ დღეებში ხდებოდა. კერძოდ, ანალიტიკოსების დათვლით, თებერვლიდან მოყოლებული რუსებმა ხელთ იგდეს 109 უკრაინული ტანკი, 15 თვითმავალი ჰაუბიცა და 63 ქვეითი საბრძოლო მანქანა.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინამ დასავლეთის ქვეყნებიდან დაახლოებით, 15 მილიარდი დოლარის იარაღი მიიღო, – იტყობინება BBC. უმსხვილესი მომწოდებლები იყვნენ აშშ ($8.79 მილიარდი), პოლონეთი ($1.83 მილიარდი), დიდი ბრიტანეთი ($1.36 მილიარდი) და კანადა ($950 მილიონი).
4 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ დახმარებას გაუწევს, რომელიც მოიცავს HIMARS-ის მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს (MLRS), ჰაუბიცის საბრძოლო მასალებს, ნაღმებს და ტაქტიკურ ბორბლიან მანქანებს (MRAP).
იხილეთ ასევე: ამერიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მხარს უჭერენ, მიუხედავად პუტინის ბირთვული შანტაჟისა – გამოკითხვა