Accentnews.ge
კადიროვის „მარჯვენა ხელი“ უკვე რუსებსაც ემუქრება

კადიროვის „მარჯვენა ხელი“ უკვე რუსებსაც ემუქრება

06/10/2022 10:57:40 კავკასია

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის „მარჯვენა ხელი“ ადამ დელიმხანოვი რუს სტუდენტებს დაემუქრა, რომ მისი ხალხი "მიწვდება ნებისმიერის", ვინც საჯაროდ დაუპირისპირდება კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს. აქამდე, გროზნოს მხრიდან რეპრესიები და დევნა, როგორც წესი, აწუხებდა თავად კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსებს. აქამდე, გროზნოს მხრიდან რეპრესიები და დევნა, როგორც წესი, თავად კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსებს ეხებოდათ.

დელიმხანოვმა, კადიროვის სახელით დადო პირობა, რომ „ყველას მოსთხოვს პასუხს“ ქვეყნის, ჰიმნის, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციისა და პრეზიდენტის „შეურაცხყოფისთვის“.

"დაწყებული მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ყველა უნივერსიტეტის ჩათვლით. უკვე გვაქვს ინსტრუქცია რამზან ახმატოვიჩისგან, რომ ჩვენი წარმომადგენლებით დავალკვირდეთ თითოეულ რეგიონს. თუ იქაური სამსახურები ვერ გაუმკლავდებიან, ჩვენ მოვახერხებთ“, - თქვა რუსმა დეპუტატმა ჩეჩნეთის სახელმწიფო არხის ეთერში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მიმართავს „რუსეთის ყველა უნივერსიტეტს“.

მისი ქმით, კადიროვისთვის პუტინი არის „კერპი“, რომელიც „უვადოდ პრეზიდენტად“ უნდა დარჩეს.

ჩეჩენი ოფიციალური პირების მუქარა დიდი ხანია, გასცდა რეგიონის საზღვრებს და ის, რაც ახლა ხდება, არის კიდევ ერთი მცდელობა, გააფართოვოს მათი გავლენა მთელ რუსეთში, – ამბობს ოლეგ ორლოვი, უფლებადამცველი ცენტრ „მემორიალიდან“.

„კადიროვმა გეტოს დატოვება გადაწყვიტა. გავიხსენოთ, როგორ გამოაქვეყნა რუსი ოპოზიციის ფოტოები, რომლებზეც ისინი იარაღზე იყვნენ გამოსახულები. ეს იყო მუქარა პუტინის კრიტიკოსების მიმართ“,– ამბობს უფლებადამცველი და იხსენებს რუსი პოლიტიკოსის ნემცოვის მკვლელობას, რომელიც მოსკოვში მოხდა და რომელშიც კადიროვის გარემოცვის წევრია ბრალდებული.

მედიაში მოპოვებული პოპულარობის ტალღაზე, რომელიც კადიროვმა უკრაინის ომის შესახებ პოსტების გამო მიიღო, მეტი მოუნდა – განაგრძობს ექსპერტი: „რა თქმა უნდა, ის არასოდეს დატოვებს თავის პოსტს, როგორც ჩეჩნეთის ფადიშაჰი, მაგრამ მეტი უნდა.მე ამ განცხადებას განვიხილავ როგორც ადრე მომხდარის გამეორებას, მაგრამ სხვა დონეზე“.

ჩეჩნეთში მოღვაწე უფლებადამცველი, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა „კავკაზ რეალიისთან“, დელიმხანოვის განცხადებას „აგონიის ნიშანს“ უწოდებს უკრაინასთან ომში რუსეთის დამარცხების გამო:

„ახლა, როცა უკრაინასთან ომი წარუმატებელია, კადიროველებს ყველაზე მეტად ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის. მათ კარგად ესმით, რომ მარადიული დიქტატორები არ არსებობენ. რუსეთის ძალა კადიროვთან იყო გადაჯაჭვული, რომელმაც თქვა: "სანამ პუტინი მხარს მიჭერს, მე შემიძლია ყველაფერი გავაკეთოო“. უკონტროლო აგონიის ყველა ნიშანი [დელიმხანოვის განცხადება]".

პუტინის კრიტიკოსების მიმართ მუქარა არის კიდევ ერთი მცდელობა, გამოავლინონ კრემლისადმი ლოიალობა, – ამბობს იგორ კალიაპინი, უფლებადამცველი და პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი:

„ამ ხელისუფლების საქმე ცუდადაა – ისინი ვერ უმკლავდებიან სიტუაციას და აშკარად ვერ ახერხებენ გადაწყვეტილებების შედეგების პროგნოზირებას როგორც უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ასევე გამოცხადებულ მობილიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ აგონიაზე ლაპარაკი ნაადრევია. ყოველ შემთხვევაში, კადიროვი და დელიმხანოვი ნამდვილად [არ აკეთებენ ამ განცხადებებს] რაღაც აგონიაში – მათთვის ყველაფერი პრიმიტიულია: არის „ყოვლისშემძლე პუტინი“ და არ უნდა გამოტოვო შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ აკოცო წელს ქვემოთ“.

დელიმხანოვი ტყუილად მიმართავს უნივერსიტეტის სტუდენტებს – დასძენს ორლოვი, - ახალგაზრდობის განათლებულ ნაწილს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება როგორც ომის, ასევე მობილიზაციის მიმართ:

„ახალგაზრდობა მობილიზაციის პირობებში პროტესტის საფუძველია და მიზანმიმართული. მაგრამ დღეს. უნივერსიტეტები და ხვალ რაღაც სხვა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S