Accentnews.ge
"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 86%-ით დასრულებულია"

"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 86%-ით დასრულებულია"

06/10/2022 12:04:06 ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 86%-ით დასრულებულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიმართულებით. მათ შორის აღსანიშნავია რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობდა და მომავალ წელს უნდა დასრულდეს. ეს პროექტი შემზღუდავ ვიწრო ადგილებს გამოასწორებს და რკინიგზას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ამას ემატება ახალი სარკინიგზო ხაზი ბაქო-თბილისი-ყარსის სახით, რომლის პროექტის 86%-იც უკვე დასრულებულია,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რამდენიმე წელია სატესტო რეჟიმში ოპერირებს და პერიოდულად აზიიდან ევროპისკენ მიმავალ მატარებლებს ატარებს. თუმცა, რკინიგზის მშენებლობა დაგეგმილზე დაბალი ტემპით მიმდინარეობს. კომპანიის ანგარიშის თანახმად, 2021 წლის ბოლოს პროექტი 85%-ით იყო დასრულებული, ხოლო როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, დასრულების დონე 86%-მდე გაიზარდა. ასეთი ტემპით კი მის რეალურ გახსნას კიდევ დიდი ხანი დასჭირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S