Accentnews.ge
დეპუტატი – ეკონომიკის მინისტრს: "როდის უნდა იგრძნონ მოქალაქეებმა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა?"

დეპუტატი – ეკონომიკის მინისტრს: "როდის უნდა იგრძნონ მოქალაქეებმა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა?"

06/10/2022 12:46:04 პოლიტიკა, ეკონომიკა

"როდის უნდა იგრძნონ მოქალაქეებმა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა?" - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს.

მან დავითაშვილი გააკრიტიკა, რომ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას არა ეკონომიკურ პოლიტიკასა და ხედვაზე, არამედ რიცხვებზე ისაუბრა.

„რიცხვები შეიძლება იზრდება, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს მოქალაქეებმა როდის უნდა იგრძნონ? ვერ გრძნობენ ადამიანები ამას, ასე კარგად რომ იყოს ქვეყანაში მდგომარეობა, როგორც ახლა თქვენ გვიყვებით, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოდან ოჯახებიანად გარბის. ასე კარგად რომ იყოს მდგომარეობა, ისტორიულ მაქსიმუმზე არ იქნებოდა ქვეყნის ვალი, რომელსაც ჩვენ ვერ გადავიხდით, რამდენი წელიც არ უნდა ვიცოცხლოთ. ჩვენს შვილებს მოუწევთ ამის გადახდა. ისტორიულ მაქსიმუმზეა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და ა.შ. თუ მოქალაქე ვერ გრძნობს ეკონომიკურ ზრდას, ის არ არსებობს, ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ“, - მიმართა დავითაშვილს ანა ნაცვლიშვილმა.

მანამდე, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ამას კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ.

„პანდემიის პარალელურად რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ჩვენი ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკურ პოლიტიკის ორიენტირი, რათა არსებული გამოწვევების კვალდაკვალ მოგვეხდინა ადეკვატური რეაგირება და მომხდარიყო ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად, შეძლო როგორც ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ისე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის გაგრძელება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S