06-10-2022 17:50:34 ეს საინტერესოა
პუტინმა საკუთარი ხელით გაანადგურა ქვეყნის სამხედრო სამობილიზაციო რესურსები და ახლა ამ იდიოტმა თავი მთელ მსოფლიოსთან ომში ჩააბარა, შექმნა სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ,– ამბობს The Moscow Times-თან ინტერვიუში ვიტალი ვოტანოვსკი, რომელიც რუსეთის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტის წოდებით დატოვების შემდეგ აქტივისტი გახდა კრასნოდარში.
ის იმ მცირეოდენ რუს ვეტერანთა შორისაა, რომლებიც ღიად აფიქსირებენ პოზიციებს ომის და მობილიზაციის წინააღმდეგ, რისთვისაც ყოფილი კოლეგების სამიზე გახდა.
„ყველა ჩვენგანი [ვეტერანი] ვურთიერთობთ და განვიხილავთ იმას, რაც ხდება“, – ამბობს 61 წლის ნიკოლაი პროკუდინიდა აგრძელებს: „არსებობენ ისეთივე შეხედულებების მქონე ადამიანები, როგორიც მე მაქვს, არიან ისეთებიც, რომლებსაც ნაკლებად რადიკალური პოზიცია აქვთ... მაგრამ უმეტესობას პროპაგანდა ატყუებს“.
გასულ წელს პროკუდინი უკრაინაში „ომის ესკალაციის“ წინააღმდეგ შექმნილი პეტიციის თანაავტორი გახდა სერგეი გულიაევთან ერთად, რომელიც ავღანეთში მზვერავად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ბევრმა, ვინც მხარი დაუჭირა პეტიციას, უკან გაიწვია საკუთარი ხელმოწერა, გულიაევი ამას არ აპირებდა. ის საკუთარ პოზიციას იმით ხსნის, რომ ავღანეთში სიკვდილისგან უკრაინელმა იხსნა.
„ამ კაცის ერთადერთი ვაჟი 2014 წელს დაიღუპა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ელით დონეცკის აეროპორტის დაცვისას“,– ყვება გულიაევი.
ამის შესახებ მან 2016 წელს ბელარუსში გამართულ ავღანელ ვეტერანთა შეხვედრაზე შეიტყო.
„ამ შეხვედრაზე იყო მწვავე უკმაყოფილების გრძნობა რუსეთის მიმართ იმის გამო, რაც მან გააკეთა ყირიმთან და დონბასთან მიმართებით. გავიზარე, რომ აი, ერთად ვსხედვართ, ჩემმა ქვეყანამ კი მისი შვილი მოკლა,”- ამბობს გულიევი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რამდენიმე ვეტერანი დააჯარიმეს მარტში მიღებული კანონით, რომელიც რუსი სამხედროების დისკრედიტაციას ითვალისწინებს. მაგალითად, მაისში ვოლოგდას ოლქის სასამართლომ გაასამართლა 64 წლის გადამდგარი კაპიტანი ნიკოლაი სმიშლიაევი, რომელმაც VKontakte-ზე ომის საწინააღმდეგო ფოტოები გამოაქვეყნა. ის 30 000 რუბლით დაჯარიმდა. ივნისში გადამდგარი ოფიცერი ანდრეი პრიკაზჩიკოვი დამნაშავედ იქნა ცნობილი მსგავსი ბრალდებით ორენბურგში.
ვოტანოვსკი რამდენჯერმე დააკავეს. ბოლოს კი ის ახალი საფლავების ფოტოებს იღებდა კრასნოდარის ქალაქ ტიხორეცკში.
„ჩემი გამოცდილება ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი სიცრუეზეა აგებული“, - ამბობს ის.
„არ ვიცი მობილიზაცია შემეხება თუ არა, მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ნამდვილად არ წავალ! სჯობს ციხეში წახვიდე!“
The Moscow Times-ის მიერ გამოკითხული ვეტერანები სხვადასხვაგვარად ხსნიან საკუთარ ნეგატიურ დამოკიდებულებას ომის მიმართ: ზოგი ამას მეზობელ ქვეყანაზე „უსამართლო“ თავდასხმას უწოდებს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ეს დიდ პრობლემებს მოუტანს თავად რუსეთს.
„მე ვნახე ყველა ეს დანგრეული სახლი გროზნოში“, - ამბობს ჩეჩნეთის ომის ვეტერანი და ყოფილი პოლიციელი იგორ კნიაზკოვი, რომელიც ივნისში გაასამართლეს რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის ბრალდებით მას შემდეგ, რაც მან VKontakte პროფილის სურათი შეცვალა ფოტოთი, რომელზეც ეწერა „არა ომს“.
“იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ახლა უკრაინაში, როგორ ცდილობენ ტერიტორიების წართმევას... ჩვენი ფულით, რუსი ხალხის ფულით...მკაფიოა, რომ მათი გიჟურ იდეებისთვის ჩვენ გადავიხდით“.
ვეტერანები თანმხდებიან, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა ყოვლისმომცველ კორუფციის და უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით.
„არც პუტინს, არც შოიგუს [რუსეთის თავდაცვის მინისტრი] არასდროს უმსახურიათ ჯარში, ამიტომ მათ მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ჩვენი შეიარაღებული ძალების და უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობასა და შესაძლებლობებზე“, - ამბობს გულიაევი.
პროკუდინი, კიდევ ერთი ავღანელი ვეტერანი, ასევე თვლის, რომ „კრიმინალური“ ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმა არ არღვევს სამხედრო კოდექსს.
„ისინი [უკრაინელები] ჩემი მეგობრები და ამხანაგები არიან, ამიტომ ღრმად აღშფოთებული ვარ იმით, რაც ხდება“, - ამბობს ის და განაგრძობს, „რა თქმა უნდა, მე დავიცავ ჩვენს ქვეყანას უკრაინელებისგან, ბელორუსებისგან, თურქმენებისგან, ყაზახებისგან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენ დაგვესხმებიან თავს“.