Accentnews.ge
ლუკაშენკომ ფასების ზრდა აკრძალა

ლუკაშენკომ ფასების ზრდა აკრძალა

06/10/2022 14:05:57 ევროპა

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 6 ოქტომბრიდან ქვეყანაში ფასების ზრდის აკრძალვის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან ინფლაციის საკითხზე ეკონომიკურ ბლოკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, – იუწყება სახელმწიფო მედიარესურსი „ბელტა“.

ლუკაშენკო განკარგულების დამრღვევებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრითა და დაკავებით დაემუქრა.

„ექვსი რიცხვიდან ყოველგვარი გაძვირება აკრძალულია. ხვალიდან კი არა, დღეიდან. რომ ღამით არ გაიზარდოს ფასები. ამიტომ დღეიდან ფასების მატება აკრძალულია. და ღმერთმა არ ქნას, ვინმემ ბუღალტერიაში რაიმე განახორციელოს, რაღაც გამოთვლები, გადათვლები“, - განაცხადა მან.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ შესაძლოა, იყოს გამონაკლისები და დაადგინა პასუხისმგებელ პირთა წრე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მიიღონ ამგვარი გადაწყვეტილებები.

„თუ გადაწყვეტილებას მიიღებს მინისტრი (ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის - რედ.) ან რეგიონალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეები, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტი... მათი ნებართვის გარეშე ვერანაირი ფასი ვერ გაიზრდება“, - განაცხადა მან.

მან გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ფასები „გიჟურად გაიზარდა“.

ლუკაშენკომ ასევე გააფრთხილა, რომ ამ ფონზე არ უნდა მოხდეს ობიექტების დახურვა და ბაზრიდან გასვლის მცდელობა.

„ღმერთმა არ ქნას, რომელიმე მაღაზია, ოფისი, სასადილო და სხვა დაიხუროს. ღმერთმა არ ქნას, ბაზარი დატოვონ. ამაზე პასუხს აგებთ!“, - განაცხადა ბელორუსის ლიდერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S