![ფაშინიანი, ალიევი და ერდოღანი ერთმანეთს პრაღაში შეხვდნენ [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/93b423a4553a61487868c622a3497.jpeg)
ფაშინიანი, ალიევი და ერდოღანი ერთმანეთს პრაღაში შეხვდნენ [ვიდეო]
06/10/2022 14:18:49 კავკასია
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
გავრცელებულ ვიდეომასალის მიედვით, სამ ლიდერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმა. ერდოღანის, ალიევისა და ფაშინიანის საუბარში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანიც მონაწილეობდა.
ამჟამად ჩეხეთის დედაქალაქში ოთხმრივი შეხვედრა დაიწყო სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის.
შეხვედრის მთავარი საკითხი მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაა.
დღესვე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს შორის.
Президент Турции Реджеп Тайип Эрдоган провел беседу с президентом Азербайджана Ильхамом Алиевым и премьер-министром Армении Николом Пашиняном. Беседа состоялась в Праге перед началом саммита Европейского политического сообщества. pic.twitter.com/p6Bq05SZuL
— ANADOLU AGENCY (RU) (@aa_russian) October 6, 2022