Accentnews.ge
რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში უკან დახევისას დამბა ააფეთქეს, სოფელი დაიტბორა

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში უკან დახევისას დამბა ააფეთქეს, სოფელი დაიტბორა

06/10/2022 17:15:00 ევროპა

დონეცკის ოლქში უკანდახევისას რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს დამბა, რამაც გამოიწვია სოფელ რაიგოროდოკის დატბორვა, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ანგარიშში.

"როგორც ადრე, რუსი დამპყრობლები უკრაინაში კვლავ იყენებენ გადამწვარი მიწის ტაქტიკას: მორიგი ქაოტური უკანდახევის დროს მტერმა ააფეთქა დამბა, რამაც სოფელ რაიგოროდოკის დატბორვა გამოიწვია", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

14-15 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმების სერია კრივოი როგის რეგიონში (დნეპროპეტროვსკის ოლქი) ჰიდრავლიკურ სტრუქტურებზე.

დაზიანდა ჯებირი. მდინარე ინგულეცში წყლის დონემ ერთიდან თითქმის ორ მეტრამდე აიწია, რის შედეგადაც 112 საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. ხელისუფლებამ ქალაქის რამდენიმე უბნის მაცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელა. საავარიო სამსახურს ჩერნოგორკას რაიონში ორი კაშხლის აფეთქება მოუწია წყლის დონის დასაწევად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S