Accentnews.ge
უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთის 1,356 მილიონი მოქალაქე შევიდა ევროკავშირში სახმელეთო გზით

უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთის 1,356 მილიონი მოქალაქე შევიდა ევროკავშირში სახმელეთო გზით

06/10/2022 17:40:42 ევროპა

24 თებერვლიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ევროკავშირის ქვეყნებში 1 356 085 რუსი შევიდა სახმელეთო გზით. ფინეთი გახდა ყველაზე პოპულარული მიმართულება: ამ ქვეყნის საზღვარი განსაზღვრულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის 506 802-მა მოქალაქემ გადაკვეთა. მეორე ადგილზე ლიეტუვაა (358 525 ადამიანი), მესამეზე – ესტონეთი (346 135 ადამიანი),– იუწყება რუსული მედია ევროკავშირის საგარეო საზღვრების უსაფრთხოების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით.

ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთში დაბრუნდა რუსეთის ფედერაციის 1 313 845 მოქალაქე. გასულ კვირას (26 სექტემბერი - 2 ოქტომბერი) ევროკავშირში რუსეთის 53 000 მოქალაქე შევიდა, რაც 20%-ით ჩამორჩება წინა კვირის მაჩვენებელს.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის რიგმა ქვეყნებმა რუსი ტურისტებისთვის საზღვრების ჩაკეტვა სექტემბერში გადაწყვიტეს. ამასთან, განაცხადეს, რომ არ გეგმავენ მობილიზაციას გაქცეული რუსების შეფარებას. 21 სექტებრიდან, როდესაც ვლადიმირ პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა, მრავალკილომეტრიანი რიგები დადგა ძირითადად იმ ქვეყნების საზღვრებთან, სადაც გადასასვლელად რუსებს ვიზები არ სჭირდებათ, მათ შორის – საქართველოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S