
პრაღაში ერდოღანის და ფაშინიანის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა
06/10/2022 19:04:43 კავკასია
პრაღაში ერთმანეთს ხვდებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ორი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტში, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა ევროკავშირში შექმნილი ენერგეტიკული და ეკონომიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.
თურქული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. დეტალები ჯერ უცნობია.
ეს არის თურქეთისა და სომხეთის ლიდერთა პირველი შეხვედრა განვლილი 13 წლის განმავლობაში. ბოლოს ერთმანეთს აბდულა გული და სერჟ სარქსიანი შეხვდნენ.
დღესვე პრაღაში ფაშინიანმა ოთხმხრივ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, საფრანგეთის პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად. ამ შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.