
ბათუმში მოზარდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
06/10/2022 19:11:29 სამართალი
ბათუმში ერთ-ერთი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუპირისპირდნენ. ერთი მათგანი დაშავდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.
“სკოლის ტერიტორიის გარეთ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მანდატურმა შენიშნა მე-12 კლასელებს შორის დაპირისპირება, გამოიძახეს სამართალდამცავები. დაჭრის და დაკავების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ინციდენტში მონაწილე ერთმა მოსწავლემ მსუბუქი დაზიანება მიიღო”, - განაცხადეს რესურსცენტრში.
ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.