Accentnews.ge
„განვიხილეთ გარკვეული მოთხოვნები“: რაზე შეთანხმდნენ ერდოღანი და ფაშინიანი

„განვიხილეთ გარკვეული მოთხოვნები“: რაზე შეთანხმდნენ ერდოღანი და ფაშინიანი

06/10/2022 20:48:48 კავკასია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ რაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან საუბრის შედეგების კომენტირებისას აღნიშნა, რომ შეხვედრა „მეგობრულ გარემოში“ გაიმართა.

„პაშინიანთან შეხვედრაზე განვიხილეთ გარკვეული მოთხოვნები. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები და სპეციალური წარმომადგენლები შეხვდებიან და მივიღებთ ზომებს შედეგის შესაბამისად“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, თურქეთი ერევანთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის წინაპირობებს არ აყენებს:

„როგორც კი სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას დადებს, ჩვენთან არანაირი პრობლემა არ ექნება. ანკარა ესწრაფვის თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების რაც შეიძლება მალე დათბობასა და პრობლემის მოგვარებას“.

მისი თქმით, თურქეთი და სომხეთი მოლაპარაკებებს სპეციალური წარმომადგენლების დონეზე გააგრძელებენ.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთსა და სომხეთს შეუძლიათ ურთიერთობების სრული ნორმალიზება კეთილმეზობლობის პრინციპზე დაფუძნებით.

***

ორი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტში, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა ევროკავშირში შექმნილი ენერგეტიკული და ეკონომიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.

თურქული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

ეს არის თურქეთისა და სომხეთის ლიდერთა პირველი შეხვედრა განვლილი 13 წლის განმავლობაში. ბოლოს ერთმანეთს აბდულა გული და სერჟ სარქსიანი შეხვდნენ.

დღესვე პრაღაში ფაშინიანმა ოთხმხრივ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, საფრანგეთის პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად. ამ შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S