Accentnews.ge
ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის მიერ ირანული თვითმფრინავების გამოყენებამ მნიშვნელოვნად იმოქმედოს ომის მიმდინარეობაზე - ISW

ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის მიერ ირანული თვითმფრინავების გამოყენებამ მნიშვნელოვნად იმოქმედოს ომის მიმდინარეობაზე - ISW

07/10/2022 09:29:00 ევროპა

რუსეთის მიერ ირანული წარმოების დრონების გამოყენება არ იწვევს ასიმეტრიულ ეფექტს, როგორც უკრაინის მიერ აშშ-ს მიერ მოწოდებული HIMARS სისტემების გამოყენებას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ომის მიმდინარეობაზე,– ამის შესახებ საუბარია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში.

„როგორც ჩანს, რუსული ძალები ამ დრონების ფოკუსირებას არ ახდენენ ბრძოლის ველთან არსებულ ასიმეტრიულ კვანძებზე. ისინი სხვადასხვა სახის დრონებს სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ იყენებდნენ ზურგში ალბათ იმ იმედით, რომ შექმნიდნენ არაწრფივი ეფექტები ტერორის მეშვეობით“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ერთი დღით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა აღნიშნა, რომ რუსული ჯარები ახლა უფრო ხშირად იყენებენ ირანული წარმოების კამიკაძე–დრონებს თავდასხმისთვის, რადგან ზოგავენ ძვირადღირებულ რაკეტებს რომელთა მარაგებიც სულ უფრო და უფრო უმცირდებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S