Accentnews.ge
ხაზარაძე მთავრობას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამოსავალს სთავაზობს

ხაზარაძე მთავრობას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამოსავალს სთავაზობს

16/10/2019 14:33:41 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამოსავალს სთავაზობს.

მისი თქმით, იმისათვის, რომ პროექტი არ ჩავარდეს, მთავრობამ უნდა მიმართოს კომპანიებს და დაარწმუნონ, რომ მათ ინვესტიციას საქართველოში მიესალმებიან:

“მე მთელი პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო და მოვუწოდო ხელისუფლებას – ანაკლია, როგორც მას ვუწოდებთ, საუკუნის  პროექტი, ჩვენი ეროვნული ინტერესების პროექტი თუ გვინდა რომ გამოვიდეს, მე მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას გადავდოთ ყველამ კიდევ ერთხელ გვერდზე ნებისმიერი ამბიცია და გამოსავალი აქედან არის ერთადერთი. მან უნდა აღიაროს რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო არის გაუარესებული 54 პროცენტი არის ვარდნა წელს საგარეო ინვესტიციებისა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, დასკვნა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და მთავრობამ რომ მას საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები არ და ვერ ენდობიან. ერთადერთი გამოსავალია, რომ მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანმა აიღოს მანდატი მთავრობის კაბინეტიდან დაიწეროს სერიოზული წერილი, ჩაჯდეს თვითმფრინავში, გადაფრინდეს ლონდონში იმ კომპანიასთან, რომელიც ჩვენ შემოვიყვანეთ, გადაფრინდეს ნიუ–იორკში მეორე კომპანიასთან, რომელიც ასევე ჩვენ შემოვიყვანეთ და ვერ აღირსეს ვერანაირი წერილი, რომ მათ მიესალმებიან საქართველოში, შეხვდეს მათ ხელმძღვანელობას. ამის ორგანიზებას ჩვენ მოვახდენთ. გაიაროს ჰოლანდიაში და გერმანიაში ორ ინვესტორ ბანკთან, რომელიც მზად იყო ჯერ კიდევ იანვარში ფული ჩაედო ანაკლიაში და იანვარშივე დაგვეხურა ფინანსურად ეს პროექტი, გადასცეს ოფიციალურად მთავრობის ეს წერილი, დაარწმუნონ ისინი რომ სახელმწიფო მზად არის და ელოდება მათ ანაკლიაში ინვესტიციის განსახორციელებლად” – ამბობს ხაზარაძე.

ამასთან, მისივე თქმით, კონსორციუმისთვის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და „გადავადება არ მომხდარა, რადგან ვადა ისედაც 31 დეკემბრამდე იყო გაგრძელებული“:

“ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრეს–კონფერენციაზე  ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით ვადების გაგრძელებაზე. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი რამეთუ ვადა უკვე გაგრძელებული იყო 31 დეკემბრამდე და არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ ყოფილა. ეს არის მოსახლეობის და იმ ანაკლიის გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება, მისი უწყებები ასე ინტენსიურად აკეთებენ. 15 ოქტომბერი იყო ვადა ინვესტორების წარდგენის. ეს ნარატივი, რომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ აგრძელებს ვადას არის იმ სცენარის კიდევ ერთხელ გამეორება  რომელსაც ისინი პერიოდულად მიმართავენ, რომ თითქოს ჩვენ ინვესტიცია ვერ მოვიტანეთ და სახელმწიფო აქედან გამომდინარე ვადას აგრძელებს არ შეესაბამება სიმართლეს”.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადას 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადებს. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს კონტრაქტის გაწყვეტის უფლებით და კონსორციუმს კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის სესხის დამტკიცებაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S