Accentnews.ge
ოდესაში 15 წელი მიუსაჯეს რუსეთის ФСБ–ს აგენტს

ოდესაში 15 წელი მიუსაჯეს რუსეთის ФСБ–ს აგენტს

07/10/2022 11:29:59 ევროპა

ოდესის რეგიონში 15–წლიანი პატიმრობა მიესაჯა ФСБ–ს აგენტს მეტსახელად „პროფესორს“, რომელიც ფულის სანაცვლოდ აგროვებდა სადაზვერვო მონაცემებს და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გადასცემდა რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლებს,– იუწყება უკრაინული მედია ქვეყნის გენპროკურატურაზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს ცნობით, კაცმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ დაიწყო.

ოფიციალური მონაცემებით, ის აგროვებდა ინფორმაციას საგუშაგოების ადგილმდებარეობის, უკრაინელი დამცველების რაოდენობისა და შეიარაღების, საჰაერო თავდაცვის ძალების, სამეთაურო პუნქტების, სამართალდამცავი და სადაზვერვო სააგენტოების, სამხედრო სამრეწველო ობიექტების, აგრეთვე, სარაკეტო დარტყმების ადგილების შესახებ. კაცმა ასევე გამოიკვლია რეგიონში სარდლობა "სამხრეთის", უსაფრთხოების სამსახურისა და პოლიციის შტაბის გაძლიერების გზები. მოპოვებულ ინფორმაციას კი გადასცემდა ფოტოები–ვიდეოების, კოორდინატების, ტექსტის სახით და იღებდა ფულად ჯილდოს.

როგორც იუწყებიან, სასამართლო პროცესზე მან დანაშაული აღიარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S