Accentnews.ge
ოკუპანტები თავდაცვისთვის კრემენოისა და სვატოვოში ემზადებიან – ჩერევატი

ოკუპანტები თავდაცვისთვის კრემენოისა და სვატოვოში ემზადებიან – ჩერევატი

07/10/2022 12:59:42 ევროპა

ოკუპანტებს საინჟინრო ტექნიკა კრემენოისა და სვატოვოში გადააქვთ, რათა თავდაცვისთვის მოემზადონ,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერი სერგეი ჩერევატი.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქის სოფელი გლუშკოვკა და ლუგანსკის ოლქის სოფელი გრეკოვკა. ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში კონტრშეტევითი ოპერაცია გრძელდება. მტერი კრემენოისა და სვატოვოს ძალიან ინტენსიურად ამზადებს თავდაცვისთვის. იქ აგროვებენ სამოქალაქო და სამხედრო საინჟინრო ტექნიკას“,– განაცხადა მან და დასძინა, რომ მათ თავდაცვისთვის მომზადებაში უკრაინული არტილერია უშლის ხელს,“ჩვენი არტილერია არ აძლევს ოკუპანტებს მოსვენების საშუალებას – ყველანაირად ვცდილობთ, მათ ხელი შევუშალოთ სვატოვოსა და კრემენოიში თავდაცვისთვის მომზადებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერია არ აძლევს ოკუპანტებს ეფექტური თავდაცვისთვის მომზადების საშუალებას".

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა სექტემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყეს და ამ ხნის განმავლობაში გაათავისუფლეს ხარკოვის თითქმის მთლიანი რეგიონი. შეტევები გრძელდება უკრაინის სამხრეთ ნაწილში – ხერსონის მიმართულებით, როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, წარმატებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S