Accentnews.ge
SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა

SOLO-ს მხარდაჭერით SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე წარსდგა

07/10/2022 13:06:35 ეკონომიკა

ქართული ბრენდი- SITUATIONIST -ი პარიზის მოდის კვირეულზე SOLO-ს მხარდაჭერით წარსდგა. "საქართველოს ბანკის" ცნობით, 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება ამჯერად ციფრული ფორმატით გაიმართა.

„კოლექციაზე მუშაობის პროცესში შევეცადეთ ხელახლა გამოგვეყენებინა ის სილუეტები, რომლებიც თავიდანვე ჩაიდო ბრენდის დნმ-ში. ჩვენ გავაერთიანეთ SITUATIONIST -ის ყველაზე პოპულარული სილუეტები და თავი მოვუყარეთ ჟურნალში. ახალი კოლექციის შექმნისას სწორედ ეს ნიმუშები გამოვიყენეთ. ჩვენი სურვილია, ნებისმიერ ადამიანს მივცეთ SITUATIONIST -ის საფირმო ფორმებისა და კონსტრუქციების გამოყენების შესაძლებლობა, რათა მათ ამ ნიმუშების შეცვლა და სათანადოდ მორგება, საყვარელი ქსოვილის, დეტალებისა და ფორმების დამატება შეძლონ“, - ამბობს SITUATIONIST -ის კრეატიული დირექტორი, ირაკლი რუსაძე.SITUATIONIST-ი, პარიზის მოდის კვირეულზე უკვე მეხუთედ იყო წარმოდგენილი. ახალ სეზონზე ირაკლი რუსაძემ ძველი ქსოვილების გამოიყენება შეძლო, მათ შორის,თბილისში აღმოჩენილი 1980-იანი წლების აბრეშუმის. ამ კოლექციის კლასიკური კოსტიუმები კერვის ტრადიციული პროცესების დაცვით შეიქმნა. როგორც SITUATIONIST-ის ყველა კოლექციაში, აქაც, ყველა ნაქსოვი ხელით, უახლესი ტექნიკების გამოყენებით არის შესრულებული, რაც მათ ხელწერას წარმოადგენს.ახალი კოლექციის წინასწარი შეკვეთა ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის 15 ოქტომბრიდან დაიწყება. SOLO-ს და WM-ის მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

კოლექციის ნახვა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი: https://bit.ly/3Eqrv0G

ინფორმაციისთვის, SITUATIONIST-ი მოდის სამყაროში ერთერთ უდიდეს და უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე პირველად 2020 წელს მოხვდა, სადაც დიზაინერმა ირაკლი რუსაძემ 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარმოადგინა.

SITUATIONIST-ის დიზაინერებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ ბრენდი 2015 წელს შექმნეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S