Accentnews.ge
ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მარტვილის საკრებულოს წევრს ენმ-დან ​გირაო შეუფარდეს

ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მარტვილის საკრებულოს წევრს ენმ-დან ​გირაო შეუფარდეს

07/10/2022 16:32:19 სამართალი

ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარეს და საკრებულოს მოქმედ წევრს ზაალ გოროზიას აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 - ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, სენაკის რაიონულ სასამართლოში მიიღეს.

პროკურატურა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საკრებულოს წევრი ცოლზე ძალადობის ბრალდებით 5 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ცოლზე ფიზიკურად იძალადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S