
მოსკოვი: ყირიმის ხიდზე ხანძარი და ნგრევა მოხდა მას შემდეგ, რაც ააფეთქეს სატვირთო ავტომანქანა
08/10/2022 11:20:35 ევროპა
სატვირთო მანქანის ბომბით აფეთქებამ გამოიწვია ხანძარი და ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის ერთი მონაკვეთის ნგრევა, - აცხადებს მოსკოვი.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ბომბის აფეთქებამ გამოიწვია შვიდი სარკინიგზო ვაგონის ცეცხლში გახვევაც, რომელთაც საწვავი გადაჰქონდათ.
კომიტეტს უკრაინა არ დაუდანაშაულებია.
ხიდზე აფეთქება პუტინის 70 წლის იუბილის მომდევნო დღეს მოხდა.
საკვანძო ხიდირუსეთიდან ყირიმამდე გადაჭიმული ქერჩის ხიდი კრემლის ოკუპაციის სიმბოლო და ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი პრესტიჟული პროექტია.
აფეთქება, რომელიც თვითმხილველების თქმით, რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ისმოდა, მოხდა შაბათს, დილის 6 საათამდე.
დაახლოებით 19 კმ-იანი ხიდი, რომელიც აშენდა ვლადიმერ პუტინის ბრძანებით და გაიხსნა 2018 წელს, იყო მთავარი სატრანსპორტი დამაკავშირებელი უკრაინაში რუსი ჯარისკაცებისთვის სამხედრო აღჭურვილობის მისაწოდებლად, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთით, ასევე, იქ ჯარების შესაყვანად.
სარკინიგზო ხაზის დაზიანება რუსეთის ძალებს უკრაინის სამხრეთში ტოვებს ერთი სარკინიგზო მომარაგების ხაზით - კრასნოდარსა და მელიტოპოლს შორის - რომელიც ახლა უკრაინის თავდასხმის დიაპაზონშია.
რუსეთი თვეების განმავლობაში თვლიდა, რომ ყირიმზე დარტყმა - ქერჩის ხიდის ჩათვლით - უკრაინელების შესაძლებლობებს აღემატებოდა. მოსკოვი ამტკიცებდა, რომ ხიდი უსაფრთხოდ იყო, მიუხედავად უკრაინაში 9-თვიანი ომისა და ამასთანავე, კიევს ხიდზე თავდასხმის შემთხვევაში რეპრესიებით ემუქრებოდა.