Accentnews.ge
ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმისას დაიღუპა 12 ადამიანი, დაჭრილთა შორის ექვსი ბავშვია

ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმისას დაიღუპა 12 ადამიანი, დაჭრილთა შორის ექვსი ბავშვია

09/10/2022 07:33:14 ევროპა

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, 9 ოქტომბრის ღამეს ზაპოროჟიეზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 49 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვია. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 17 გარდაცვლილის შესახებ:

„წუხელ, მტერმა გამოიყენა ტაქტიკური ავიაცია, რათა განეხორციელებინა სარაკეტო იერიში ოლქის ცენტრზე. წინასწარი ინფორმაციით, ზაპოროჟიეს მიმართულებით გაისროლეს 12 რაკეტა. რაკეტების უმეტესობა მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებსა და კერძო სახლებს ზაპოროჟიეს ერთ-ერთ რაიონში. ნახევრადაა დანგრეული 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. სრულადაა დანგრეული ხუთი კერძო სახლი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები“.

მიმდინარე კვირაში ქალაქი ზაპოროჟიე რამდენჯერმე გახდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე ობიექტი. 6 ოქტომბერს, ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის ფორმალური ანექსია მოახდინა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ოლქის მხოლოდ 70%-ს აკონტროლებენ. რუსეთის ძალებმა შეძლეს ენერგოდარის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის ოკუპირება. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი ზაპოროჟიე უკრაინის კონტროლქვეშაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S