Accentnews.ge
"ტყვედ ჩაბარებასთან დაკავშირებით რუსი სამხედროებისგან მომართვიანობა გაიზარდა"

"ტყვედ ჩაბარებასთან დაკავშირებით რუსი სამხედროებისგან მომართვიანობა გაიზარდა"

09/10/2022 07:50:45 ევროპა

ტყვედ ჩაბარებასთან დაკავშირებით რუსი სამხედროებისგან მომართვიანობა გაიზარდა,- იუწყება უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის პროექტის “სიცოცხლე მინდა” სპიკერი ვიტალი მატვიენკო.

“ზარების რაოდენობის ზრდის ტენდენციაა. დღეის მდგომარეობით, 2 500 მომართვაზე მეტია. პროექტი 18 სექტემბერს დაიწყო. ჩვენ გვირეკავენ სამხედრო მოსამსახურეები, პოტენციურად მობილიზებულები, ასევე მათი ოჯახები – ანუ სრულიად განსხვავებული ზარებია”, - აღნიშნა მატვიენკომ.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა, მიიღოს ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ნებაყოფლობით სურს ტყვედ ჩაბარება:

“უკრაინა დაუყოვნებლივ ასრულებს ჟენევის ყველა კონვენციას, რომელიც ომის ტყვეებს ეხება. კერძოდ: ისინი იღებენ სამჯერად კვებას, სამედიცინო დახმარებას, ნათესავებთან და ახლობლებთან რეგულარულ ზარებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იურიდიულ დახმარებას. თუ საჭიროა, ტანსაცმელს ვაძლევთ და მუშაობაც შეუძლიათ”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S