
თბილისში კიდევ ერთი ქალი მოკლეს
09/10/2022 14:30:04 სამართალი
თბილისში ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 52 წლის ქალი "რამდენიმე დღის წინ" მოკლეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.პ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში საქართველოში 13 ქალია მოკლული. ფემიციდის სტატუსტიკური მონაცემები სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა გენერალურმა პროკურატურამ. გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შემდეგ საქართველოში კიდევ 2 ქალი მოკლეს.
2014 - 2022 წლებში საქართველოში 186 ქალია მოკლული.