Accentnews.ge
ლევან კარანაძე: "მოსკოვი-ქუთაისის რეისზე ავიაკომპანია "სიბირის" დანიშნვა პოზიტიური სიგნალია, მაგრამ ფრენების აღდგენას არ ნიშნავს"

ლევან კარანაძე: "მოსკოვი-ქუთაისის რეისზე ავიაკომპანია "სიბირის" დანიშნვა პოზიტიური სიგნალია, მაგრამ ფრენების აღდგენას არ ნიშნავს"

16/10/2019 16:55:02 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საავიაციო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მოსკოვი-ქუთაისის რეისზე ავიაკომპანია "სიბირის" დანიშნვა პოზიტიური სიგნალია, მაგრამ რუსეთ–საქართველოს შორის ფრენების აღდგენას არ ნიშნავს.

საქართველოს საავიაციო სააგენტოს ხელმძღვანელი ჯერ–ჯერობით ვერ აკეთებს პროგნოზს, როდის გახდება შესაძლებელი, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აკრძალვა მოიხსნას.

„ძალიან რთულია ზუსტად პასუხის გაცემა, ვინაიდან, იცით, რომ ემბარგოს შემოღება ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და ჩვენზე დამოკიდებული არ ყოფილა. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოგზავნა წერილი, ჩვენ მათ ასე ვთქვათ პრეტენზიებს სათანადო პასუხი გავეცით და დღემდე არანაირი კონკრეტული შემოთავაზება მათი მხრიდან არ ყოფილა. თუმცა ჩვენ კონსულტაციებისთვის მზად ვართ, როცა მათი მხრიდან მზაობა იქნება“, – განაცხადა ლევან კარანაძემ გადაცემა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას. 

ავიაკომპანია „სიბირს“ მოსკოვიდან ქუთაისში ფრენის ნებართვა მისცეს, – ამ ინფორმაციას შეიცავს დოკუმენტი, რომელიც „როსავიაციის“ (რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო) ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბრძანებულება ითვალისწინებს ფრენების სიხშირეს კვირაში 7 რეისამდე. ამასთანავე, გაწვეულია ავიაკომპანია „გლობუსის“ დაშვება მოსკოვი–ქუთაისის მარშრუტით გადაზიდვებზე.

Telegram–არხი Tbilis_life ავიაკომპაია “სიბირის“ წამრმომადგენლობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ არსებობს.

ცნობისთვის:   რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 8 ივლისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისში რუს დეპუტატ გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S