Accentnews.ge
„როსავიაცია“ საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნას უარყოფს

„როსავიაცია“ საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნას უარყოფს

16/10/2019 17:11:18 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო („როსავიაცია“) საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნას უარყოფს.

როგორც „როსავიაციაში“ აცხადებენ,  ავიაკომპანია „სიბირს“ მოსკოვიდან ქუთაისში ფრენის ნებართვა მისცეს, რათა როგორც კი ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა აღდგება, კომპანიამ ფრენების განხორციელეა მაშინვე შეძლოს. 

„წვდომა - ეს კომპანიის უფლებაა. როგორც კი საქართველოში ფრენების განხორციელებაზე შეზღუდვები მოიხსნება, ავიაკომპანია „სიბირი“ ამ უფლებით სარგებლობას შეძლებს“, - განაცხადეს „როსავიაციაში“.

ავიაკომპანია „სიბირს“ მოსკოვიდან ქუთაისში ფრენის ნებართვა მისცეს,– ამ ინფორმაციას შეიცავს დოკუმენტი, რომელიც „როსავიაციის“ ვებ–გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

ცნობისთვის:   რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 8 ივლისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისში რუს დეპუტატ გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S