
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
10/10/2022 11:29:43 თავდაცვა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი უკრაინაში 2014 წლიდან ცხოვრობდა და ომის დაწყების შემდეგ ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა და 10 ოქტომბრის გამთენიისას დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშისას დაიღუპა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 20 ქართველი მებრძოლია დაღუპული.