Accentnews.ge
რუსეთმა კიევში ერთ–ერთი დარტყმა NATO–ს წევრი ქვეყნის საელჩოსთან განახორციელა

რუსეთმა კიევში ერთ–ერთი დარტყმა NATO–ს წევრი ქვეყნის საელჩოსთან განახორციელა

10/10/2022 14:07:10 ევროპა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა, რომ რუსული დარტყმა უკრაინაში რუმინეთის საელჩოდან 850 მეტრში განხორციელდა.

„მე მკაცრად ვგმობ რუსეთის სარაკეტო დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე კიევის ცენტრში და უკრაინის სხვა ქალაქებში, რაც წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი. მოხარული ვარ, რომ რუმინეთის საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან – ერთი დარტყმა მისი შტაბ-ბინიდან მხოლოდ 850 მეტრში განხორციელდა“, - წერს აურესკუ ტვიტერზე.

10 ოქტომბერს, დილით რუსული არმიის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვა განხორციელდა. ცნობილია აფეთქებების შესახებ კიევში, ხარკოვში, ლვოვში და რეგიონში, ჟიტომირში, კიევის რეგიონში, დნეპროპეტროვსკის ოლქში. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გასროლილი 83 რაკეტიდან 43 ჩამოაგდეს. ასევე, უკრაინელმა სამხედროებმა 12 ირანული შაჰედ-136 დრონიდან 9 გაანეიტრალეს.

ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 47 დაშავდა. უკრაინის პოლიციამ დააზუსტა, რომ რუსული რაკეტების უმეტესობა ქალაქ კიევის ცენტრს მოხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S