Accentnews.ge
უკრაინამ მედვედევზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინამ მედვედევზე ძებნა გამოაცხადა

10/10/2022 14:57:43 ევროპა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ძებნაში გამოაცხადა.

უკრაინა მედვედევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ადამაშაულებს (უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, ჩადენილი ძალაუფლების წარმომადგენელი პირის მიერ).

ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე ვადით, ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე.

"ორშაბათს მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ქალაქებზე ახალ მასიურ თავდასხმებს ამზადებს",– აღნიშნავს უკრაინული მედია.

10 ოქტომბერს, დილით რუსული არმიის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვა განხორციელდა. ცნობილია აფეთქებების შესახებ კიევში, ხარკოვში, ლვოვში და რეგიონში, ჟიტომირში, კიევის რეგიონში, დნეპროპეტროვსკის ოლქში. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გასროლილი 83 რაკეტიდან 43 ჩამოაგდეს. ასევე, უკრაინელმა სამხედროებმა 12 ირანული შაჰედ-136 დრონიდან 9 გაანეიტრალეს.

ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 47 დაშავდა. უკრაინის პოლიციამ დააზუსტა, რომ რუსული რაკეტების უმეტესობა ქალაქ კიევის ცენტრს მოხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S