
უკრაინა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს
10/10/2022 15:27:58 ევროპა
უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსული სარაკეტო თავდასხმის გამო,- ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ და ასევე ზრდის ენერგეტიკულ ზეწოლას ევროკავშირზე. უკრაინული ელექტროენერგია, რომელიც ექსპორტირებული იქნა ევროკავშირში სინქრონიზაციის შემდეგ, ასევე ცალკეული ხაზებით მოლდოვასა და პოლონეთში, დაეხმარა ევროპას რუსული გაზის შეცვლაში და მხარი დაუჭირა ევროპის ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობას.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დახურვის შემდეგაც კი, რომელიც 7 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, უკრაინამ შეასრულა თავისი ვალდებულებები ევროპელი პარტნიორების წინაშე ელექტროენერგიის ექსპორტის შესახებ.
მაგრამ დღევანდელი სარაკეტო დარტყმა, რომელიც მოხდა თბოწარმოებასა და ელექტრო ქვესადგურებზე, აიძულებს უკრაინას, შეწყვიტოს ელექტროენერგიის ექსპორტი 2022 წლის 11 ოქტომბრიდან საკუთარი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციის მიზნით“, - განმარტავენ ენერგეტიკის სამინისტროში.
ენერგეტიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინიდან "ელექტროენერგიის ექსპორტი დაეხმარა ევროპას რუსული ენერგორესურსების მოხმარების შემცირებაში და სწორედ ამიტომ ანადგურებს რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ სისტემას, კლავს უკრაინიდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას".