
უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს დილით მოწინააღმდეგის 4 რაკეტა ჩამოაგდო
11/10/2022 09:16:17 ევროპა
რუსეთმა დღეს დილით განაგრძო უკრაინის ტერიტორიაზე მაღალი სიზუსტის რაკეტების გაშვება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები იუწყება.
„11 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 7 საათზე, კასპიის ზღვის რაიონიდან ოკუპანტების სტრატეგიული ავიაცია Tu-95 და Tu-160 რაკეტამზიდები მუშაობს, უკრაინის ტერიტორიას Х-101/Х-555 ტიპის რაკეტები ესროლეს. დაახლოებით 9:00 საათზე, საჰაერო სარდლობის "სამხრეთის" ძალებმა და საშუალებებმა ოთხი რაკეტა გაანადგურეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საჰაერო ძალები უკრაინელებს მოუწოდებს, თავი თავშესაფრებს შეაფარონ, რადგან სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს.