Accentnews.ge
NASA-მ დაადასტურა, რომ პირველად შეძლეს ასტეროიდისთვის ორბიტის შეცვლა

NASA-მ დაადასტურა, რომ პირველად შეძლეს ასტეროიდისთვის ორბიტის შეცვლა

12/10/2022 05:59:36 ეს საინტერესოა

აშშ-ის კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტომ (NASA) დაადასტურა, რომ შეძლო ასტეროიდისთვის ორბიტის შეცვლა.

NASA-ს მიერ მისიის, DART-ის ფარგლებში, კოსმოსში 2021 წლის 23 ნოემბერს გაგზავნილი აპარატი 2022 წლის 27 სექტემბერს შეეჯახა 160-მეტრიან ასტეროიდს - Dimorphos-ს.

შეჯახების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში მიღებული მონაცემების საფუძველზე, კოსმოსურმა საგენტომ 11 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ადამიანებმა პირველად შეძლეს კოსმოსში ციური სხეულის ორბიტის შეცვლა. NASA-ს ინფორმაციით, კოსმოსური აპარატის შეჯახებამ ასტეროიდის ორბიტა 32 წუთით შეცვალა.

Dimorphos უფრო დიდი ასტეროიდის, Didymos-ის გარშემო მოძრაობს და 27 სექტებრამდე, სრულ წრეს 11 საათს და 55 წუთს ანდომებდა, კოსმოსური აპარატის შეჯახების შემდეგ კი, ეს დრო 32 წუთით შემცირდა.

NASA-ს ექსპერიმენტის მიზანია ციური სხეულის ტრაექტორიის შეცვლით დედამიწის დაცვა ასტეროიდების შეჯახების პოტენციური საფრთხისგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S