
წალენჯიხის მერი ამბობს, რომ სახლთან ავტომანქანა დაუწვეს
12/10/2022 06:07:06 სამართალი
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამის მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს.
მისი თქმით, ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა.
ის ტექნიკურ გაუმართაობას და შემთხვევითობას გამორიცხავს:
"მანქანა 100%-ით იყო გამართული. ექსპერტიზა ჩატარდა, მალევე მოვიდა პოლიცია და გამოძიება დაიწყო".