Accentnews.ge
მტრის 20 რაკეტა და 12 დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინის გენშტაბი

მტრის 20 რაკეტა და 12 დრონი ჩამოვაგდეთ – უკრაინის გენშტაბი

12/10/2022 06:26:11 ევროპა

რუსულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში უკრაინის მასშტაბით 29 რაკეტა გაისროლეს, საიდანაც 20 უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ერთი ბალისტიკური და ოცდარვა ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, აქედან 20 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს. მოწინააღმდეგემ განახორციელა ცამეტი საჰაერო დარტყმა და ორმოცზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. ამ დანაშაულებრივი ქმედებებით ობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობა ორმოცზე მეტ დასახლებულ პუნქტში დაზარალდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის მიზნით 14 ირანული „კამიკაძე“ დრონი გამოიყენა, აქედან 12 - განადგურდა.

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის მასშტაბით საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ არსებობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S