Accentnews.ge
უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი ფრონტის ხაზზე გადაიტანა, რითაც შეამცირა სხვა რეგიონების დაცვა - FT

უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი ფრონტის ხაზზე გადაიტანა, რითაც შეამცირა სხვა რეგიონების დაცვა - FT

12/10/2022 07:22:48 ევროპა

უკრაინამ თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი გადაიტანა სამხრეთით და აღმოსავლეთით წარმატებული კონტრშეტევის ფარგლებში, რითაც შეამცირა ინფრასტრუქტურის დაცვა სხვა რეგიონებში,– იუწყება Financial Time წყაროზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემასთან დასავლელი მაღალჩინოსანი ყვება, ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში წარმატებული კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინამ უკვე მიიტანა საჰაერო თავდაცვის ზოგიერთი სისტემა ფრონტის ხაზთან, რათა დაიცვას საკუთარი სამხედროები და შეამცირა სხვა ტერიტორიების დაცვა. მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ საუბარია პრიორიტეტების დაბალანსებაზე სამოქალაქო ტერიტორიების დაცვასა და ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს შორის.

თავდაცვის საკითხებში მრჩეველი, რომელსაც FT ციტირებს, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრობლემა არის უკრაინის ტერიტორიების ზომა: ”პრობლემა იმაში კი არ არის, რომ უკრაინას არ აქვს საჰაერო თავდაცვა, არამედ ის, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი ძალები ამხელა ქვეყნის დასაცავად, ხოლო რაკეტებს მრავალი მიმართულებით გაფრენა შეუძლიათ“.

კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს შეზღუდული რაოდენობის შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის საჰაერო თავდაცვის სისტემები და მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

10 ოქტომბრის მასიური საჰაერო შეტევის შემდეგ უკრაინას დასავლეთის რიგმა ქვეყნებმა აუთქვეს დახმარება. 12 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ "უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო”:

"უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო. IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქაა. აშშ-დან NASAMS-ები მოდის. ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ მეტი გვჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური აუცილებლობა, დავიცვათ უკრაინის ცა ჩვენი ხალხის გადასარჩენად"- წერს მინისტრი Twitter-ზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S