Accentnews.ge
ФСБ ქერჩის ხიდის აფეთქებაში ქართველებსაც ადანაშაულებს

ФСБ ქერჩის ხიდის აფეთქებაში ქართველებსაც ადანაშაულებს

12/10/2022 07:37:15 სამართალი

რუსეთის ФСБ–მ ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რვა ადამიანი დააკავა, აფეთქების ორგანიზატრად კი უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოს ასახელებს,– იუწყება კრემლის პროპაგანდისტული მედიარესურსი.

ამასთან, თანამონაწილეებს შორის ასახელებენ საქართველოს ორ მოქალაქეს.

„ყირიმის ხიდზე აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს რუსეთის ხუთი, უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქე, რომლებიც დანაშაულის მომზადებაში მონაწილეობდნენ“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც იუწყებიან, ФСБ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტთან ერთად მივიდა დასკვნამდე, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებას "ორგანიზება გაუწიეს“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ, მისმა ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა, თანამშრომლებმა და აგენტებმა.

რუსული სპეცსამსახურების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიეთილენის რულონებში იყო შენიღბული, რომელთა საერთო წონა 22 ტონაზე მეტი იყო და აგვისტოს დასაწყისში ოდესის პორტიდან ბულგარულ რუსეში გაიგზავნა და რომ ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ უკრაინის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები.

რუსული ФСБ ირწმუნება, რომ ტვირთის ბულგარულიდან ქართულ პორტში გადმოტანაში და შემდეგ სომხეთში გადაზიდვაში ჩართულები იყვნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალი (დაბადებული 1975 წელს), დენის კოვაჩი (1979) და რომან ივანოვიჩ სოლომკო (1971), საქართველოს საქართველოს მოქალაქე სანდრო ინასარიძე და ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი (1985 წ.).

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ტვირთი 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე განაბაჟეს ერევნის ტერმინალში და მოხდა დოკუმენტების შეცვლა, რის შემდეგაც ტვირთის გამგზავნი გახდა სომხეთში რეგისტრირებული კომპანია „გუ არ ჯი გრუპი“, ხოლო მიმღები მოსკოვში რეგისტირირებული „ლიდერი“.

უწყებისვე ვერსიით, ამის შემდეგ საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანა DAF-ით ტვირთმა 4 ოქტომბერს გადაკვეთა რუსეთ-საქართველოს საზღვარი „ზემო ლარსის“ პუნქტში, 6 ოქტომბერს ჩაიტანეს და გადმოტვირთეს კრასნოდარის მხარის ქალაქ არმავირის საბითუმო ბაზაზე, ხოლო 7 ოქტომბერს რომან სოლომკოს, უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქის – ვლადიმირ ზლობას და რუსეთის 5 მოქალაქის დახმარებით, ტვირთის დოკუმენტები ისევ შეიცვალა და გამგზავნად მიუთითეს ქალაქ ულიანოვსკში რეგისტრირებული კომპანია „ტეკ-34“, ხოლო მიმღებად ყირიმში არარსებული ფირმა. 7 ოქტომბერს ტვირთი გადაიტანეს რუსეთის მოქალაქის მახირ იუსუბოვის სატვირთო ავტომანქანაში, რომელიც სიმფეროპოლისკენ გაემართა, 8 ოქტომბერს კი ხიდზე მისი აფეთქება განხორციელდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S