Accentnews.ge
პოლონურმა ოპერატორმა ნავთობსადენზე, რომლითაც რუსეთიდან ნავთობი ევროპას მიეწოდება, გაჟონვა დააფიქსირა

პოლონურმა ოპერატორმა ნავთობსადენზე, რომლითაც რუსეთიდან ნავთობი ევროპას მიეწოდება, გაჟონვა დააფიქსირა

12/10/2022 08:01:17 ევროპა

პოლონურმა ოპერატორმა ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომლითაც რუსეთიდან ნავთობი ევროპას მიეწოდება, გაჟონვა დააფიქსირა.

ნავთობსადენის პოლონური ოპერატორის PERN-ის განცხადებით, გაჟონვა პოლონეთის ტერიტორიაზე ქალაქ პლოცკიდან 70 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს გასულ საღამოს.

გაჟონვის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.

„ამ ეტაპზე, PERN-ის ყველა სამსახური იღებს ზომებს ამ ტიპის სიტუაციისთვის გათვალისწინებული ალგორითმების შესაბამისად“, – ნათქვამია ოპერატორის განცხადებაში.

ჩეხეთის ოპერატორ MERO-ში განაცხადეს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ნავთობსადენის ნაკადზე ცვლილება არ დაუფიქსირებიათ.

რამდენიმე კვირის წინ, გაჟონვა მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენებზე, რაშიც რუსეთი და დასავლეთის ქვეყნები ერთმანეთს სდებენ ბრალს. ორივე მხარე გაჟონვის მიზეზად საბოტაჟს ასახელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S