
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს
12/10/2022 08:10:52 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 270 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან ყველაზე მეტი ბახმუტის და ავდეევკას მიმართულებით, – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 12 ოქტომბერს.
ჯამში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა დაკარგეს დაახლოებით 63 300 ჯარისკაცი – ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა:
- ტანკი – 2505 (+1 ბოლო 24 სათში),
- ჯავშანტექნიკა – 5181 (+19),
- საარტილერიო სისტემა – 1507 (+11),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 355 (+2),
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 182 (+1),
- საბრძოლო თვითმფრინავი – 268,
- ვერტმფრენი – 235,
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1129 (+15),
- გემი/ნავი –15,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3927 (+11),
- სპეცტექნიკა –136,
- ფრთოსანი რაკეტა – 315 (+20).
21 სექტემბერს, ექვს თვეში პირველად, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგების შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ უკრაინის ომში 5937 რუსი სამხედრო დაიღუპა.