Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო თავდაცვა ირანულ დრონებს პოლონური სისტემებით ყრის

უკრაინის საჰაერო თავდაცვა ირანულ დრონებს პოლონური სისტემებით ყრის

12/10/2022 10:04:32 ევროპა

უკრაინის საჰაერო თავდაცვა პოლონური სისტემების დახმარებით ანეიტრალებს რუსების მიერ გაშვებულ ირანულ დრონებს "Shahed-136"–ებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსების მიერ გაშვებული ირანული დრონების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანეიტრალეს უკრაინელმა სამხედროებმა.

„ეს ჩვენი მეზენიტეების ხარისხიანი წვრთნის შედეგია, რომელიც პოლონელმა ძმებმა ჩაატარეს“, - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ.

მისი თქმით, სწორედ პოლონეთმა უზრუნველყო უკრაინისთვის კომპლექსების მიწოდება, რომელთა საშუალებითაც უკრაინელები საბჭოთა რაკეტებით ყრიან რუსების მიერ გაშვებულ ირანულ დრონებს.

"ეს არის დღევანდელი ომის რეალობა. მადლობა პოლონელ ძმებს!"– აღნიშნა ზალუჟნიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S