Accentnews.ge
"პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას"

"პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას"

17/10/2019 07:50:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ყველას მოვალეობაა, გამოძიების კითხვებს უპასუხოს.

კითხვაზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ პრეზიდენტი უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა: „ მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ  ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას“.

„ყველას უნდა გვესმოდეს –  მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსიტიციის მინისტრის, პოზიციაა და იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ცნობისთვის: საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი. პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S