Accentnews.ge
18 წუთში ოთხი რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან, კიდევ ორის შესახებ მონაცემები ზუსტდება

18 წუთში ოთხი რუსული ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან, კიდევ ორის შესახებ მონაცემები ზუსტდება

12/10/2022 14:25:47 ევროპა

უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 18 წუთში ოთხი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს, – იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალები.

”12 ოქტომბრის 8:40 საათიდან 8:58 საათამდე უკრაინის სამხრეთით საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გაანადგურეს მინიმუმ, ოთხი მოიერიშე ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52), რომლებიც მხარდაჭერას უწევდნენ საოკუპაციო ძალებს სამხრეთის მიმართულებით“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

წინასწარი მონაცემებით, ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა დეოკუპირებულ ტერიტორიაზე, დანარჩენი - ფრონტის ხაზზე.

„საბრძოლო სამუშაოები ჩატარდა კიდევ ორ შვეულმფრენზე, ამიტომ სავარაუდოა, რომ ჩამოგდებული შვეულმფრენების რაოდენობა გაიზრდება“, - დასძენს უკრაინის საჰაერო ძალები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შჭრის დაწყებიდან, 12 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთმა დაკარგა 235 ვერტმფრენი. რუსეთი დანაკარგებზე არ საუბრობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S