
მოლდოვა „გაზპრომის“ მუქარის შემდეგ გაზის ალტერნატიულ მიმწოდებელს კავკასიაში ეძებს
12/10/2022 20:02:08 კავკასია
მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა აზერბაიჯანს ეწვია. მოგზაურობის ერთ-ერთი მიზანი იყო 300 მილიონი კუბური მეტრი გაზის შესყიდვის განხილვა,– იუწყება მოლდოვური გამოცემა Newsmaker.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლდოვა ეძებს მოკლე და გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, რათა არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე.
"ჩვენი ორთვიანი საჭიროება 300 მილიონი კუბური მეტრია. არც ერთ ქვეყანას არ სურს ერთ მიმწოდებელზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ, ალტერნატივას ვეძებთ. ეს საკითხი აზერბაიჯანშიც განიხილებოდა", - განაცხადა ნატალია გავრილიცამ.
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ორი დღის განმავლობაში – 10-12 ოქტომბერს იმყოფებოდა და შეხვდა როგორც თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, ისე ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. ასევე ცნობილია, რომ განიხილეს ერთობლივი პროექტები ენერგეტიკისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის მიმართულებით.
მანამდე ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ მოლდოვა რუმინეთთან და აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე მსჯელობს და კიშინიოვი დაინტერესებულია 10-15–წლიანი კონტრაქტების გაფორმებით. მისი თქმით, ორივე ქვეყნის ოპერატორებმა კარგი ვარიანტები შესთავაზეს დამატებითი პირობების დაყენების გარეშე.
მოლდოვანში მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაზოგონ ენერგია პიკის საათებში, რადგან ქვეყანა დროებით ვერ იღებს ელექტროენერგიას უკრაინიდან - რომელსაც თავად აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები 10 ოქტომბერს ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ.
ამასთან, რუსული „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების ნებისმიერ მომენტში შეწყვეტით დაემუქრა.