Accentnews.ge
ლუგანსკში ფრონტის ხაზი რუსი სამხედროების ჯგუფმა მიატოვა

ლუგანსკში ფრონტის ხაზი რუსი სამხედროების ჯგუფმა მიატოვა

14/10/2022 13:24:08 ევროპა

ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ კრემენოის მახლობლად 27-მა რუსმა სამხედრომ პოზიციები დატოვა.

„რუსეთის ფედერაციის 144-ე მოტორიზებული პოლკის (სამხედრო ნაწილი 12721, PPD - კლინცი, ბრიანსკის ოლქი) 488-ე მოტორიზებული დივიზია ცდილობს, შეინარჩუნონ საოკუპაციო ხაზი კრემენოიში, ლუგანსკის ოლქში. მაგრამ მხოლოდ ორ დღეში, 11-12 ოქტომბერს, მოწინავე პოზიციები 27-მა სამხედრომ დატოვა, რომლებმაც იარაღი დაყარეს და უარი განაცხადეს მათი სარდლობის ბრძანების შესრულებაზე“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

გაიდაი სტრატკომზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნულ პირებთან ჩატარდა „გასაუბრება“ ზეწოლის ელემენტებით, რის შემდეგაც ხუთი პირი ფრონტის ხაზზე დაბრუნდა, ხოლო 22 დააპატიმრეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S