
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს
17/10/2022 07:31:56 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 320 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან ყველაზე მეტი ბახმუტის და ავდეევკას მიმართულებით, – იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 17 ოქტომბერს.
ჯამში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა დაკარგეს დაახლოებით 65,3 ჯარისკაცი – ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა:
- ტანკი – 2537 (+8 ბოლო 24 სათში),
- ჯავშანტექნიკა – 5205 (+12),
- საარტილერიო სისტემა – 1599 (+10),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 366 (+1),
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 187 (+1),
- საბრძოლო თვითმფრინავი – 268,
- ვერტმფრენი – 242,
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1241 (+17),
- გემი/ნავი –16,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3969 (+10),
- სპეცტექნიკა –144 (+1),
- ფრთოსანი რაკეტა – 316.
21 სექტემბერს, ექვს თვეში პირველად, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგების შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ უკრაინის ომში 5937 რუსი სამხედრო დაიღუპა.