კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

17-10-2022 12:15:39 რეგიონები ,რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად. ამ დროისთვის გრძელდება გაწმენდითი სამუშაოების წარმოება ავტოტრანსპორტის გადაადგილების ორმხრივად აღდგენის მიზნით.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები