Accentnews.ge
მარგველაშვილს საქართველოს პარტნიორებთან კითხვები აქვს

მარგველაშვილს საქართველოს პარტნიორებთან კითხვები აქვს

17/10/2019 12:45:58 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 20-21 ივნისის მვლენების შედეგების გათვალისწინებით, ყოფილი შს მინისტრის დაწინაურებით უკმაყოფილოა, ამასთან კითხვები აქვს ქვეყნის პარტნიორებთან. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. 

ის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „გავრილოვის ღამეზე“ გამოძიების შედეგები ჯერ კიდევ უცნობია.  

„დღევანდელ პრემიერზე პოლიტიკურად არაფერს ვიტყვი. ერთადერთის თქმა შემიძლია, ამ პრემიერის დანიშნვა იმ პროტესტის ფონზე, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს სამართლიანი პროტესტი იყო; იმ ფონზე, როდესაც საქმე არ არის გამოძიებული, სილის გაწნვაა. მაინტერესებს, ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ხშირად აფასებენ ვითარებას და გვიწერენ ნიშნებს ამა თუ იმ საკითხზე, რომ გამოვიდენ და თქვეს, რომ უსწრაფესად უნდა დასრულდეს 20 ივნისის საქმის გამოძიება, ჩვენ ველოდებით ამ გამოძიებას, აი, გამოუძიებელი საქმის მთავარი ფიგურანტის დაწინაურებაზე ერთი კომენტარი რატომ ვერ გავიგონეთ?! პარტნიორი ხარ და შესაძლოა, თქვა, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევი, მაგრამ როდესაც კომენტარი გაქვს გაკეთებული, რომ ელი გამოძიებას, მაშ დაწინაურებაზე რატომ არ არის კომენტარი?“,- განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S